spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას, ჩემი პასუხები საზოგადოებას ექნება მოსამართლესთან

მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. არასდროს მივსულვარ. ჩემი პასუხები საზოგადოებას ექნება მოსამართლესთან და ალბათ, დამატებით თარიღს შემატყობინებენ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სასაცილოა, როდესაც გაყალბების დამადასტურებელი ამდენი მასალა არსებობს და ოპოზიციონერ ლიდერებს იბარებენ.

“მე არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას. არასდროს მივსულვარ. ჩემი პასუხები საზოგადოებას ექნება მოსამართლესთან და ალბათ, დამატებით თარიღს შემატყობინებენ. ზოგადად, სასაცილოა, როდესაც გაყალბების დამადასტურებელი ამდენი მასალა არსებობს და ოპოზიციონერ ლიდერებს იბარებენ პროკურატურაში. ამიტომ, ეს ჩემთვის განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხატია დეკანოიძე პროკურატურაში არჩევნების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები