spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ყველანაირი აქტივობა, ყველანაირი პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი

ყველანაირი აქტივობა, ყველანაირი პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერ უმოქმედობას სჯობს ნებისმიერი მოქმედება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიციამ იძალადა ქალებზე, ჟურნალისტებზე, ამიტომ, ნებისმიერი ასეთი პროტესტი გულისხმობს იმას, რომ უნდათ ჩაახშონ ნებისმიერი ხმა.

“ყველანაირი აქტივობა, ყველანაირი პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერ უმოქმედობას სჯობს ნებისმიერი მოქმედება. ძალიან საინტერესო, კარგი, ამაღელვებელი პროტესტი იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ძირითადად, ქალები იყვნენ იქ და ეს ნებისმიერი პროტესტი, რომელიც იწვევს გამხეცებულ მოქმედებას პოლიციის მხრიდან ეს არის გამოხატულება. მათ იძალადეს ქალებზე, ჟურნალისტებზე, ამიტომ, ნებისმიერი ასეთი პროტესტი გულისხმობს იმას, რომ უნდათ ჩაახშონ ნებისმიერი ხმა. მათი დამოკიდებულება არის ყველაფრის მაჩვენებელი და პარალელურად ადამიანებს იბარებენ პროკურატურაში. მეც დამიბარეს პროკურატურაში და ამას სერიოზულად არ ვუყურებ არანაირად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები