პარლამენტში დეპუტატების ფიზიკური დარეგისტრირება, შესვლა ან არ შესვლა უკავშირდება ფართო ამოცანას. ამ ეტაპზე სტრატეგიული ამოცანა არის ძალიან კონკრეტულად განსაზღვრული, ეს არის ამ მიტაცებული არჩევნების საერთაშორისო არაღიარება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ფარულობა 100%-ით იყო დარღვეული და ამას არც ერთი ამომრჩეველი, უკიდურესი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც ვერ უარყოფს.
“პარლამენტში დეპუტატების ფიზიკური დარეგისტრირება, შესვლა ან არ შესვლა უკავშირდება ფართო ამოცანას. ამ ეტაპზე სტრატეგიული ამოცანა არის ძალიან კონკრეტულად განსაზღვრული, ეს არის ამ მიტაცებული არჩევნების საერთაშორისო არაღიარება, ამ თვალსაზრისით სიტუაცია ძალიან ოპტიმისტურად გამოიყურება, რადგან მას არ აქვს ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაცია, ფარულობა 100%-ით იყო დარღვეული და ამას არც ერთი ამომრჩეველი, უკიდურესი “ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც ვერ უარყოფს, რომ ამოატრიალებ ფურცელს და შავი წერტილი ჩანს. ეს ფაზა არის ბოლომდე მისაყვანი და მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დეპუტატები არ იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში. მე არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ, რომელიმე პარტია ამას განიხილავს, რადგან, როდესაც 2020-ის ანალოგი მოჰყავთ, მაშინ სხვა სიტუაცია იყო, არ იდგა ლეგიტიმაციის საკითხი და არ იდგა ძალაუფლების ცვლილების საკითხი, რადგან არსებობდა 30 მაჟორიტარი, რომელთაც ხელისუფლება გამყარებული ჰქონდათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.