spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი გახარია – ანექსიური პროცესები აფხაზეთში კი არ დაჩქარდა, არამედ დამძიმდა

სამწუხაროდ, გამოდის, რომ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს, რადგან ეს ხალხი არანაირ განმარტებას არ აკეთებს, რა ხდება ანექსიის თვალსაზრისით აფხაზეთში, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მთელ საქართველოს მოქალაქეებს და ყველა პოლიტიკურ ძალას, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც დღეს ხდება აფხაზეთში, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილს არანაირი რესურსი იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით, რაიმე შეთანხმებას ან პროგრესს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მიაღწიოს რუსეთთან, არ გააჩნია.

“თითქოს რუსეთის ფედერაცია ელოდებოდა არჩევნების დასრულებას ან არჩევნების შედეგებს და ანექსიური პროცესები აფხაზეთში კი არ დაჩქარდა, არამედ დამძიმდა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამის გამოსახულება იყო 7 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ის, რაც მოხდება პარასკევს აფხაზეთში, როდესაც კენჭი ეყრება აფხაზურ პარლამენტში, ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულებას. ჩვენ, სამწუხაროდ, გამოდის, რომ საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს, რადგან ეს ხალხი არანაირ განმარტებას არ აკეთებს, რა ხდება ანექსიის თვალსაზრისით აფხაზეთში, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მთელ საქართველოს მოქალაქეებს და ყველა პოლიტიკურ ძალას, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც დღეს ხდება აფხაზეთში.

ფაქტობრივად, წინასაარჩევნო პერიოდში, “ოცნებამ” სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა იმ ქმედებებს, რომელსაც დღეს რუსეთის ფედერაცია ახორციელებს. პირველი ეს იყო – ბოდიში, რომელიც პირდაპირ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ოფიციალურ განცხადებაში გამოყენებულია, როგორც საბაბი დასადასტურებლად, რომ ომი დაიწყო საქართველომ. შემდეგ, პრემიერის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის ომის დაწყების დაბრალება და დაპირება, რომ ისინი გაასამართლებენ ომის დამნაშავეებს. ამის შემდგომ, ყველასთვის ნათელი იყო ეს კამპანია, რომ მეორე ფრონტის გახსნას, თურმე, დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გავლით და რაც მთავარია, ამ ყველაფერს, საბოლოო ჯამში, რუსეთის ფედერაცია მიჰყავს იმ დასკვნამდე, რომ, მეგობრებო, თქვენ თუ აღიარებთ, რომ ომი დაიწყეთ თქვენ, თქვენი ხელისუფლება იყო, რომელმაც უნდა მოიხადოს ბოდიში, თქვენ დღეს გაძალებენ მეორე ფრონტის გახსნას და ის, რასაც “ოცნება“ ყოველთვის ამბობდა, რომ ქვეყანაში არსებობს ის პოლიტიკური ძალები, რომელიც, თურმე, იღვწიან საქართველოში ომის დასაწყებად. ამ ყველაფრის შედეგად, დღეს რუსეთის ფედერაცია ითხოვს საქართველოსგან დელიმიტაციის დაწყებას აფხაზეთის და სამაჩაბლოს საზღვრების და ოფიციალურად ითხოვს, ცეცხლის არ განახლების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ეს არის აღიარების პროცესის დაწყება. საბოლოოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ “ოცნებამ”, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებოდა, უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ხელი შეუწყო იმას, რასაც დღეს რუსეთის ფედერაცია იყენებს იმ ნაბიჯების გასამართლებლად, რასაც აკეთებენ აფხაზეთში. უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილს არანაირი რესურსი იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით, რაიმე შეთანხმებას ან პროგრესს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მიაღწიოს რუსეთთან, არ გააჩნია. ერთი, რაც „ოცნებას“ და ივანიშვილს გააჩნია, ეს არის, რაც შეიძლება მეტი ფული აკეთონ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები