spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – ძალიან ბევრი ფაქტი შეგროვდა, გადაეცათ ევროპარლამენტარებს და მათთვის ბევრი რამ ბევრად უფრო ნათელი გახდა

ევროპარლამენტის წარმომადგენლები მოითხოვენ საქართველოში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გამოძიებას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თავად ევროპარლამენტის წევრები, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს აქვთ ინფორმაციები არჩევნების საკითხთან დაკავშირებით და ამიტომ ისმის მწვავე განცხადებები.

“მართალია, ევროპარლამენტის წარმომადგენლები იყვნენ არჩევნებზე, შეიძლება იმ მომენტში ვერ მოვისმინეთ ძალიან მწვავე შეფასებები, მაგრამ მას მერე ძალიან ბევრი ფაქტი შეგროვდა, გამომზეურდა, ეს ყველაფერი გადაეცათ ევროპარლამენტარებს და მათთვის ბევრი რამ ბევრად უფრო ნათელი გახდა.

ევროპარლამენტის წარმომადგენლები მოითხოვენ საქართველოში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გამოძიებას, სადაც მონაწილეობას მიიღებენ თავად ევროპარლამენტის წევრები”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

13 ნოემბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები