spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა გიგაური – მგონია, რომ ამ დავას ნამდვილად მოვიგებთ, უბრალოდ ამას სჭირდება მეტი დრო

ამ კანონში ძალიან ბევრი რამ მოიძებნება საერთაშორისო სტანდარტის წინააღმდეგ, ამიტომ “ქართულ ოცნებას“ რაც არ უნდა ელაპარაკა, რომ ასეთი კანონები სხვაგანაც არის, არსად არ არის, – ამის შესახებ “საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი კანონები არის მხოლოდ რუსეთში და რუსეთისნაირ ქვეყნებში.

“ყველა არგუმენტი იქ არის. ჩვენ ამ არგუმენტებით ვსაუბრობთ. ამ კანონში ძალიან ბევრი რამ მოიძებნება საერთაშორისო სტანდარტის წინააღმდეგ, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ რაც არ უნდა ელაპარაკა, რომ ასეთი კანონები სხვაგანაც არის, არსად არ არის. ასეთი კანონები არის მხოლოდ რუსეთში და რუსეთისნაირ ქვეყნებში. მგონია, რომ ამ დავას ნამდვილად მოვიგებთ, უბრალოდ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამას სჭირდება მეტი დრო“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

საიას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები