წარმოდგენა არ გვაქვს, როდის დაიწყება გუმბათის გადახურვა და შეხვდება თუ არა გელათი მეხუთე ზამთარს დაცული, – ამის შესახებ “ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მე-5 წელია, რაც გელათის მონასტრის დროებით გადახურვაზე კვლავ საუბარი.
“უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რაც უპასუხისმგებლობასთან დაკავშირებით არის გამოვლენილი, უკვე მეხუთე ზამთარი მოდის და ჩვენ არ ვსაუბრობთ რესტავრაციაზე, კონსერვაციაზე, სახურავის გამოშრობის ხელშეწყობაზე, ვსაუბრობთ ისევ დროებით გადახურვაზე, ეს ისევ მიუწვდომელი და ისევ განუხორციელებელია. ჯერჯერობით მიუღწეველია ის, რომ დაიწყოს გუმბათის გადახურვა. თავისივე დაწესებული რამდენიმე ვადა დარღვეულია.
საერთოდ არავინ საუბრობს როდის დაიწყება გადახურვა და შეხვდება თუ არა გელათი მეხუთე ზამთარს დაცული”, – აცხადებს ბარათაშვილი”, – განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.
გელათის სამონასტრო კომპლექსი რესტავრაციის გამო, ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან დაკეტილია. მანამდე კი დროებითი გადახურვისა და სხვა ტიპის სამუშაოები მიმდინარეობდა.