“ევროპის უნივერსიტეტის” ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეები კითხვა-პასუხის რეჟიმში ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის აქტივობებს გაეცნენ.
ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის ახალი აქტივობები დაიგეგმა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაქვემდებარებული ლაბორატორიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ითვალისწინებს.