spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – საუბარი აქვთ ქართველი ხალხის დასჯაზე, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ფიქტიური საუბრებია, არავითარი კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუ ასე ღირსეულად გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი მიღწევადია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.

მისი თმით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიმართულებით ნაბიჯები არ გადაიდგმება.

“ქართველ ხალხს ემუქრებიან იმის გამო, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მმართველ პარტიას. საუბარი აქვთ ქართველი ხალხის დასჯაზე მისი დემოკრატიული არჩევანის გამო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ფიქტიური საუბრებია. დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადაიდგმება, მათ შორის, იმის გამო, რომ ასეთმა ინსტრუმენტებმა მთლიანად დაკარგა ეფექტი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა, როგორც ქვეყანაზე ზეწოლის და ქვეყნის არევის ინსტრუმენტი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მყარად დავიჭირეთ ჩვენი პოზიციები, დავიცავით ამ ქვეყნის ღირსება და ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი კიდევ ხანგრძლივად გამოყენებულიყო შანტაჟის ინსტრუმენტად, ჩვენ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. მერე გადავიდნენ მოლაპარაკებების გახსნის თემაზე. ეს ინსტრუმენტიც გაცვდა და აქედან გამომდინარე, მე მგონია პირიქით, რომ წელს ეს არ მოხდება, მაგრამ მომავალ წელს, ძალიან მაღალი ალბათობით, მით უმეტეს, რომ დიდი ალბათობით, მანამდე უკრაინაში ომიც დასრულდება, მოლაპარაკებებიც გაიხსნება და ასე გაგრძელდება პროცესები. სადაც ღირსებას აჩვენებ, იქ საბოლოო ჯამში, შედეგს მიიღებ საკუთარი ქვეყნისთვის, სადაც ღირსებას არ აჩვენებ, კი ვხედავთ, ზოგიერთი ქვეყანა რა მდგომარეობაშია დღეს. ჩვენთვის მთავარია, რომ ღირსებით გავაგრძელოთ სვლა წინ, მათ შორის, ევროინტეგრაციის მიმართულებით და ასეთ პირობებში, ყველა შედეგი მიღწევადია. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, 2030 წლისთვის გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ ასე ღირსეულად გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი არის მიღწევადი“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები