spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ჩაინიშნა ჩვენი სააპელაციო საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს

16:00 საათზე ჩაინიშნა ჩვენი სააპელაციო საჩივრის განხილვა, მაგრამ ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია, რადგან მას ემორჩილება სასამართლოც, პროკურატურაც, ცესკოც და ყველა საჯარო მოხელე,  –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, აპელაციის არ დაკმაყოფილება, იქნება იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ამ ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია ივანიშვილი სათავეში.

“სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ონიანის თანაშემწემ დამირეკა და მაცნობა, რომ საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. 16:00 საათზე ჩაინიშნა ჩვენი სააპელაციო საჩივრის განხილვა, მაგრამ ზეპირი მოსმენის გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეებს არ მოგვეცემა შესაძლებლობა წარვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები, მტკიცებულებები და არგუმენტები ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გარემოებაში არის ის, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც სასამართლოში სადავო გახადა ცესკოს მიერ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეხება ვერიფიკაციის აპარატების მოქმედებას, მათ შორის პასპორტების გატარების შესაძლებლობას. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო გახადა მარკერების ხარისხის შესაბამისობა და “სმარტმატიკის” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან.

ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც პირველი დავაყენეთ საკითხი ბიულეტენის ხარისხის შესაბამისობასთან „სმარტმატიკის“ ხელშეკრულების სტანდარტთან, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც სასამართლოში დააყენა საკითხი აუდიტორიულ კომპანია “პროვივის” დასკვნების არავალიდურობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური სუბიექტი, ერთადერთი მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელიც 3000-ზე მეტ უბანს ასაჩივრებდა და ითხოვდა ბათილობას, სწორედ ამიტომაც დღეს სასამართლომ თქვა უარი ჩვენს დაბარებაზე და დამატებით მოსმენაზე. ყველა ამ მტკიცებულების გარდა, ჩვენ პირველ ინსტანციაში დავაყენეთ საკითხი საერთოდ სასამართლო განხილვის შეჩერების თაობაზე, რადგან მთელი საქართველოსთვის ცნობილია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე, მესამე პრიმა მუხლით, რომელიც ითვალისწინებს არჩევნების გაყალბებას, მათ შორის საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებას. თუ სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა თავად დარწმუნდეს ქვითრები გაყალბებულია თუ არა, სიები გაყალბებულია თუ არა, როგორ იღებს ის პასუხისმგებლობას, რომ იღებს სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას, ამაზე სასამართლოს არ ჰქონდა პასუხი.

დღეს სააპელაციო სასამართლოში კიდევ ვაპირებდით ამ საკითხის წამოწევას და ვითხოვდით შუამდგომლობას, რომ შეეჩერებინა წარმოება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც რეალურად ადასტურებს გაყალბებას, არის დალუქული და პროკურატურის ხელშია. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს სააპელაციო სასამართლო დღეს და ვიცით რა არის ეს – აპელაციის არ დაკმაყოფილება, იქნება იმის დადასტურება, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ამ ქვეყანას მართავს თანამედროვე კომუნისტური პარტია ივანიშვილი სათავეში, ეს არის ერთპარტიული სახელმწიფო კომუნისტური პარტიის სტილში, რადგან მას ემორჩილება სასამართლოც, პროკურატურაც, ცესკოც და ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც დღეს ხმას არ იღებს ამ უკანონობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები