ივანიშვილმა ქვეყანაში გააუქმა არჩევნები და გააუქმა სასამართლო, რომლის მორიგი დასტურია დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელიც ვერც კი ჩაატარეს იმდენად სამარცხვინო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სამმა ქალმა მოსამართლემ – თამარ ონიანი, ნინო ჭიჭიაშვილი, ილონა თოდუა, რომლებსაც ამჯერად დაევალათ გაყალბებული არჩევნების დაკანონების დანაშაული, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში გაუქმებულია არჩევნები, გაუქმებულია სასამართლო და ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის საერთაშორისო გამოძიება,
“ივანიშვილმა ქვეყანაში გააუქმა არჩევნები და გააუქმა სასამართლო, რომლის მორიგი დასტურია დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელიც ვერც კი ჩაატარეს იმდენად სამარცხვინო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სამმა ქალმა მოსამართლემ, რომლებსაც ამჯერად დაევალათ გაყალბებული არჩევნების დაკანონების დანაშაული. ეს არის მოსამართლე თამარ ონიანი, ნინო ჭიჭიაშვილი, ილონა თოდუა, რომლებმაც ვერც კი გაბედეს, იმდენად სამარცხვინო იქნება მათი გადაწყვეტილება, რომ ჩაეტარებინათ სხდომა მხარეების მონაწილეობით და ზეპირი განხილვის გარეშე მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ დააკანონ გაყალბებული არჩევნები. მთელ სასამართლო სისტემაში იმდენად დაიმონა მთელი მართლმსაჯულების სისტემა ივანიშვილმა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოსამართლეს პირველ ინსტანციაზე თეთრიწყაროში ვლადიმერ ხუჭუას სახით აღმოაჩნდა გამბედაობა და კეთილსინდისიერება, რომ დაედასტურებინა 25 ოქტომბრის არჩევნების ტოტალურად გაყალბება, ფარულობის და თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების დღეს დაწერა 600 საჩივარი, ასევე გაასაჩივრა ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და მოითხოვა ყველა უბნის ბათილობა. აღნიშნულის განხილვის გარეშე ეს გადაეცა ცესკოს, რომელიც ასევე უკვე გასაჩივრდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ ივერი აბაშიძემ მორიგ სამარცხვინო გადაწყვეტილებაში არ მიიღო არცერთი ჩვენი შუამდგომლობა, იქნებოდა ეს საკონტრაქტო პირობების განხილვა სასამართლოს წინაშე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ცესკომ უკანონოდ ჩაანაცვლა მარკერები, ასევე დაამონტაჟა უკანონოდ სათვალთვალო კამერები. ყველა შუამდგომლობაზე უარი თქვა ივერი აბაშიძემ და შეასრულა რეჟიმის დავალება გაყალბებული არჩევნების დაკანონებასთან დაკავშირებით.
ასე რომ ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში გაუქმებულია არჩევნები, გაუქმებულია სასამართლო და ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის საერთაშორისო გამოძიება, რომელთა დაკავშირებითაც ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობამ იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე დამტკიცდეს საყოველთაოდ ცნობილი სიმართლე, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია, გაუქმებულია არჩევნების ინსტიტუტი ამ ქვეყანაში და გაუქმებულია სასამართლო, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს რეჟიმის დავალებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.