spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან სანიკიძე – ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ შემოუერთდნენ ამ მარშს

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია – “უშენოდ არ გამოვა“ მიმდინარეობს.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერის ლევან სანიკიძის განცხადებით, ამ დღეების განმავლობაში, რა აქტივობები და პროტესტებიც დაიგეგმება, უნდა ემსახურებოდეს იმ მთავარ მიზანს, რასაც პარლამენტის ლეგიტიმაციის არმიღება წარმოადგენს.

მისივე თქმით, არავინ უნდა მისცეს “ქართულ ოცნებას“ იმის საშუალება, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ჩაიბაროს.

“მინდა აღვნიშნო და შევეხო იმ ყბადაღებულ თემას, რასაც ეწოდება ოპოზიციის გეგმა. მე საკუთარ თავში და მათ შორის, ჩემს თანამოაზრეებსაც, ახალგაზრდებსაც ეს გეგმა ასე გვაქვს ჩამოყალიბებული, რომ შედგება სამი მთავარი პუნქტისგან – პირველი ეს არის, საერთაშორისო აღიარების არ ქონა, სადაც ქუჩის პროტესტს აქვს დიდი მნიშვნელობა, მეორე – არც ერთმა ოპოზიციონერმა არ მისცეს ლეგიტიმაციის მიღების შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ და არ შევიდნენ პარლამენტში და მესამე – ქუჩის პროტესტი, რომლის პიკიც არის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღე. ამ დღეების განმავლობაში, რა აქტივობები და პროტესტებიც დაიგეგმება, უნდა ემსახურებოდეს იმ მთავარ მიზანს, რასაც პარლამენტის ლეგიტიმაციის არ მიღება წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ შემოუერთდნენ ამ მარშს და არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩაიბაროს “ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები