spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქციებიც, როგორიც დღეს არის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია

ორშაბათის აქციების გარდა, მე ვფიქრობ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქციებიც, როგორიც დღეს არის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, წინა ორშაბათის აქციაზე, ევროპელმა დეპუტატებმა საზოგადოებას მოუწოდა მხნეობისკენ და ეს უმთავრესი მოტივაციის ნიშანია.

“იცით, რომ ყოველ ორშაბათს ჩვენ ვმართავთ საპროტესტო აქციებს რუსთაველზე. წინა ორშაბათს, ნამდვილად, ძალიან შთამბეჭდავი და ამაღელვებელი აქცია იყო, რადგან ჩვენი ევროპელი მეგობრები წარდგნენ საზოგადოების წინაშე. ამ ორშაბათის აქციების გარდა, მე ვფიქრობ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული აქციებიც, როგორიც დღეს არის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომელიც არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას დაინახოს, რომ ჩვენ მიტაცებულ არჩევნებს არ შევეგუებით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია – “უშენოდ არ გამოვა“ მიმდინარეობს.

ოპოზიციონერი ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებული და მიტაცებულია, საზოგადოება კი ამას არ უნდა შეეგუოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები