თსუ-ის პირველი კორპუსის შესასვლელთან კვლავ არიან სტუდენტები, რომლებსაც სამართალდამცველები შენობაში არ უშვებენ.
პოლიციას და სტუდენტებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
“თსუ-ის უნივერსიტეტი ალბათ, არ ყოფილა ჩაკეტილი, ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად არის ეს კარი ჩაკეტილი. ამაზე მეტი რუსული რეჟიმი რა გინდა. ჩვენ ვიყავით რესპუბლიკის მოედანზე, მსვლელობით ვაპირებდით პარლამენტისკენ დაძვრას და უეცრად ვიგებთ, რომ სტუდენტებს, რომლებსაც უნივერსიტეტში შესვლა უნდათ, არ უშვებენ. ჩვენ ერთადერთი ის ინფორმაცია მივიღეთ, რომ ადმინისტრაციამ აუკრძალა სტუდენტებს უნივერსიტეტში შესვლა და თხოვნაზე, რომ მათ გავსაუბრებოდით, პოლიციამ გვითხრა, რომ მათთან კავშირზე არ არიან. ეს არის მარაზმი. ლექტორებსაც არ უშვებენ, რომ ლექციები ჩაატარონ. სირცხვილია“, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
სტუდენტების განცხადებით, არავინ შეეგუება რუსულ რეჟიმს და არავის შეაშინებს ძალოვნების თავდასხმები.