spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა ჩიტაძე – სტუდენტებს სრული უფლება აქვთ, რომ შევიდნენ უნივერსიტეტში

ბუნებრივია, მორიგ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, რადგან თითოეულ ადამიანს აქვს გადაადგილების თავისუფლება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ჩვენს სტუდენტებს, –  ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლების პირობებში, მომავალ თაობას არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ შეაღწიოს ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.

“ბუნებრივია, მორიგ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, რადგან თითოეულ ადამიანს აქვს გადაადგილების თავისუფლება, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდა თაობას, ჩვენს სტუდენტებს. ძალიან ბევრი აქ მდგომი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და მათ სრული უფლება აქვთ, რომ შევიდნენ უნივერსიტეტში. რეალურად აქ საშიში არაფერი ხდება, აქ არ არის საუბარი სახელმწიფო გადატრიალებაზე ან რაიმე უკანონო ხასიათის ქმედებაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ადამიანმა გამოიყენოს საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება და შევიდეს იმ უნივერსიტეტში, რომელშიც სწავლობს. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მომავალ თაობას არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ შეაღწიოს ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

თსუ-ის პირველი კორპუსის შესასვლელთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. პოლიცია მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები