spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზელენსკი – შოლცის ზარი პუტინთან პანდორას ყუთია, გვინდა გავაფრთხილოთ: “მინსკი 3” არ იქნება

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის სატელეფონო ზარი რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან არის პანდორას ყუთი, რასაც სხვა საუბრები შეიძლება მოჰყვეს, თუმცა მინსკი 3 არ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“დღევანდელი ერთ-ერთი ამბის შესახებ. კანცლერმა შოლცმა მითხრა, რომ აპირებდა პუტინთან დარეკვას. ოლაფის ზარი, ჩემი აზრით, პანდორას ყუთია. ახლა შეიძლება იყოს სხვა საუბრები, სხვა ზარები. უბრალოდ ბევრი სიტყვა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, სწორედ ეს სურდა რუს დიქტატორს დიდი ხანია, ბოლოს და ბოლოს, პუტინისთვის ძალზე მნიშვნელოვანია რუსეთის იზოლაციის შესუსტება და ჩვეულებრივი მოლაპარაკებების წარმოება, რომელიც არაფრით არ დასრულდება.

“ასე აკეთებს ათწლეულების განმავლობაში, ამან რუსეთს მისცა შესაძლებლობა, არაფერი შეცვალოს თავის პოლიტიკაში, არაფერი გააკეთოს არსებითად და სწორედ ამან გამოიწვია ეს ომი. ჩვენ ახლა გვესმის ყველა ეს გამოწვევა. ჩვენ ვიცით როგორ მოვიქცეთ. ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ: “მინსკი 3″ არ იქნება  – ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

დღეს, 15 ნოემბერს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართა ვლადიმერ პუტინთან. ეს იყო პირველი ასეთი მოლაპარაკებები ორი წლის განმავლობაში. ზარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

გერმანიის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის მთავრობის მეთაურმა დაგმო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და კრემლის ხელმძღვანელს მოუწოდა ბოლო მოეღოს ამას და ჯარები გაიყვანოს.

მისივე ცნობით, შოლცი წინასწარ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ამას ასევე გააკეთებს პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები