პატარა ვიყავი და ამ ყველაფერს, რაც დღეს აქ ხდება, საბჭოთა კავშირის ხელისუფლება აკეთებდა, მაგრამ მახსოვს რითაც დამთავრდა ეს ყველაფერი – საქართველოს დამოუკიდებლობით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უნივერსიტეტიც სტუდენტებისაა და საქართველოც ახალგაზრდებისაა.
“პატარა ვიყავი და ამ ყველაფერს, რაც დღეს აქ ხდება, საბჭოთა კავშირის ხელისუფლება აკეთებდა, მაგრამ მახსოვს რითაც დამთავრდა ეს ყველაფერი – საქართველოს დამოუკიდებლობით. 1990-იანების დასაწყისშიც არ ხდებოდა ასეთი რამ. 21-ე საუკუნეა და ეს სამარცხვინო ერთკაციანი ხელისუფლება უნივერსიტეტის, ფსევდომეცნიერი ჯაბა უკეტავს სტუდენტებს კარს. უნივერსიტეტიც სტუდენტებისაა და საქართველოც ახალგაზრდებისაა, აქედან არ გამოვა არაფერი, ესენიც შევლენ შიგნით და ჩვენც შევალთ ევროპაში. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ეს ასე იქნება“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თსუ-ის პირველი კორპუსის შესასვლელთან სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. პოლიცია მათ შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევს.