spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი კალანდარიშვილი – მორიგი პროვოკაცია არის კიდევ ერთხელ დასტური, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არ გააჩნია არანაირი მტკიცებულებები

მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა, თუმცა რა თქმა უნდა, ეს პროცესს ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სხვადასხვა ჩართულ მხარეს, არჩევნებთან დაკავშირებით, არ გააჩნია არანაირი მტკიცებულებები.

“ვბრუნდებით ტექნიკური შესვენებიდან. მე მინდა მოვუხადო საზოგადოებას ბოდიში იმ უხერხულობის გამო, რის გამოც მომიწია სხდომიდან რამდენიმე წუთით გასვლა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს პროცესს ვერ შეაჩერებს, ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც არის, კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს, არჩევნებთან დაკავშირებით, არ გააჩნია არანაირი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია განხორციელდა და მხოლოდ პირადი თავდასხმებით ცდილობს გადაფაროს ის საკითხები, რაც რეალურია და თქვას, რომ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები