ამდენი ხანია, ცდილობენ შეგვაგუონ აზრს, რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები – აქტივიზმია. ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი, – წერს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე.
“ცესკოს თავმჯდომარეს საღებავი თვალებში შეასხეს.
კაციჭამიების მორიგი დანაშაულებრივი აქტი და ადამიანის სისხლს დანატრებული დაჯგუფების ბედნიერი ჟივჟივი სოციალურ ქსელებში.
ამდენი ხანია ცდილობენ შეგვაგუონ აზრს,რომ თითქოს ასეთი უმსგავსობები – აქტივიზმია.
ყველაფერს თავისი სახელი აქვს – ეს არის დანაშაული და სადისტური ქმედება! ყველამ უნდა აგოს სათანადო პასუხი“, – წერს ნინო წილოსანი.