spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ფავლენიშვილი – პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა 

პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, პირველი დაკავების ეპიზოდი მოჰყვა ქალბატონის შეურაცხყოფას, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, როდესაც აკავებდნენ გომურაშვილს ფიზიკურად იძალადეს მასზე, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებულად ძალადობენ ქალებზე და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ქალების მიერ დაორგანიზებულ აქციასთან.

“ეს ზონდერები ძალადობრივად არიან განწყობილი, კონკრეტულად, ქალბატონების მიმართ. მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს განპირობებულია იმ აქციით, რომელიც გაიმართა ცესკოსთან ქალების მიერ, ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მათ მიიღეს ბრძანება ზემოდან, რომ ქალების მიმართ უნდა იყვნენ განსაკუთრებულად მოძალადეები და არ უნდა დაინდონ. პოლიციამ დააკავა ორი ადამიანი, პირველი დაკავების ეპიზოდი მოჰყვა ქალბატონის შეურაცხყოფას, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, როდესაც აკავებდნენ გომურაშვილს ფიზიკურად იძალადეს მასზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები