spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სანდრო ბარამიძე – აშკარად იკვეთება პოლიტიკური საკითხი

კალანდარიშვილს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ვერ ექნებოდა, თუ ჰქონდა იმის საშუალება და შესაძლებლობა, ფიზიკურად რომ მიბრუნებულიყო და გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა, – ამის შესახებ იურისტმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს რომ ყოფილიყო ვიღაცა სხვა ადამიანი, მაშინ ამას ასეთი რეაგირება არ მოჰყვებოდა.

“კალანდარიშვილს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება ვერ ექნებოდა, თუ ჰქონდა იმის საშუალება და შესაძლებლობა, ფიზიკურად რომ მიბრუნებულიყო და გაეგრძელებინა თავისი საქმიანობა. აშკარად იკვეთება პოლიტიკური საკითხი. ეს რომ ყოფილიყო ვიღაცა სხვა ადამიანი, მაშინ ამას ასეთი რეაგირება არ მოჰყვებოდა და ეს რომ არ ყოფილიყო ის სიტუაცია, რომ “ქართულმა ოცნებამ“, მათ შორის, ცესკოს თანამონაწილეობით მასობრივად გააყალბა არჩევნები, ახლა ცხადია ამას პროტესტი არ მოჰყვებოდა და ახლა ამ პროტესტს ისინი უპირისპირებენ სისხლის სამართლებრივ პროცედურას”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ცესკოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები