spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – დავით კირთაძემ მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა და მასზე ნებისმიერი შურისძიება ან თავდასხმა არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე

დღეს დავით კირთაძემ მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა საპროტესტო აქტით კალანდარიშვილის წინააღმდეგ და მასზე ნებისმიერი სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება ან თავდასხმა არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც გიორგი კალანდარიშვილმა ივანიშვილის დაკვეთით არჩევანი მოჰპარა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, კალანდარიშვილმა დღეს სითხე ჩამოირეცხა, მაგრამ ვერასოდეს ჩამოირეცხავს არჩევნების გაყალბების დანაშაულს.

“მინდა, საზოგადოებას შევახსენო რამდენიმე ადამიანის სახე. ესენია: ლევან ხაბეიშვილი, დიმა ჩიქოვანი, გია ჯაფარიძე და დავით ქაცარავა. არის გიორგი კალანდარიშვილის, არჩევნების ქურდის სახე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს მოჰპარა არჩევნები და ამით ევროპული მომავალი. საგულისხმო ამ ყველაფერში კი ის არის, რომ პირველ ოთხ შემთხვევაში, სადაც ადგილი ჰქონდა ზღვარგადასულ ძალადობას, ხელისუფლების დაკვეთით დაკავებული არავინ არის. ხოლო „ნაციონალურ მოძრაობის“ ცესკოს წევრის დავით კირთაძის, რომელმაც დღეს მთელი ქვეყნის სათქმელი გამოხატა საპროტესტო აქტით არჩევნების ქურდის, გიორგი კალანდარიშვილის მიმართ, მის წინააღმდეგ რეჟიმმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით. თავად ეს მუხლიც აბსურდულია, რომელიც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იხილა ის ფარსიც, რომელიც კალანდარიშვილმა დადგა და კარიკატურულად თვალახვეული წარდგა ცესკოს სხდომაზე, შეაჯამა ოქმი და ამით დააკანონა მოპარული არჩევნები.

კალანდარიშვილმა დღეს შავი მელანი ჩამოირეცხა, მაგრამ ვერასოდეს ჩამოირეცხავს არჩევნების გაყალბების დანაშაულს. აუცილებლად წარდგება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე. მანამდე კი ვაფრთხილებთ რეჟიმს, სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილს და მის ჯალათებს, დღეს დავით კირთაძემ მთელი ქვეყნის სათქმელი თქვა საპროტესტო აქტით კალანდარიშვილის წინააღმდეგ და მასზე ნებისმიერი სამართლებრივი თუ ფიზიკური შურისძიება ან თავდასხმა არის თავდასხმა საქართველოს ყველა მოქალაქეზე, ვისაც გიორგი კალანდარიშვილმა ივანიშვილის დაკვეთით არჩევანი მოჰპარა. იცოდეთ და გესმოდეთ, ამას საზოგადოება არ გაპატიებთ, ყველა ერთად ერთ დიდ შავ ლაქად იქცევით საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ კი აუცილებლად მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს, რომელსაც ხელახლა ჩაატარებს კეთილსინდისიერი პროფესიონალებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის წევრი აუცილებლად კვლავ იქნება დავით კირთაძე, თუმცა საზოგადოებას ვპირდებით, რომ იმ ადმინისტრაციის წევრი არ იქნება არჩევნების ქურდი, თავლაფდასხმული, დამნაშავე კალანდარიშვილი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს საქართველოს მოქალაქეების არჩევნების მოპარვისთვის ისტორიულ არჩევნებზე. მადლობა დავით კირთაძეს სიმართლისთვის და გამბედაობისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემაჯამებელ სხდომაზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს დაუდგენელი ნივთიერება შეასხა. აღნიშნულ ფაქტზე ცესკოს მიმართვის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები