თიანეთში, სოფელ ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლზე სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იძალადა.
მამაკაცი უკვე დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.