spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით კეზერაშვილი რუსეთში “დაუსწრებლად დააპატიმრეს”

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “ფორმულას” დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი რუსეთში “დაუსწრებლად დააპატიმრეს”.

როგორც რუსული სახელისუფლებო მედიები წერენ, კეზერაშვილს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი თაღლითობას ედავება.

“დავით კეზერაშვილი რუსეთის ძებნილთა ბაზაშია შეყვანილი, ის გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნაში. მას თაღლითობა ედება ბრალად. მოსკოვის სასამართლომ მისი დაუსწრებლად დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო”, – აცხადებენ საგამოძიებო კომიტეტში.

სახელისუფლებო მედია Tass წერს, რომ სასამართლო პროცესზე კეზერაშვილის წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება არ გაასაჩივრეს.

2016 წელს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტირკინმა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდს ეხება. კერძოდ, თავდაცვის მაშინდელ მინისტრს კრემლი სამხედრო დანაშაულს ედავება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები