spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ, საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ იმას, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება

თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 26 ოქტომბრის მოპარულ არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ორშაბათს საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ იმას, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში გამოძიება ვერ ჩატარდება და ამ  საკითხს ორშაბათს საგარეო მინისტრების შეკრებაზე განიხილავენ.

“თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 26 ოქტომბრის მოპარულ არჩევნებს ევროკავშირის ლეგიტიმაცია არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ორშაბათს საგარეო მინისტრები მორიგ ჯერზე დაადასტურებენ იმას, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ ექნება. სავარაუდოდ, ასევე იმსჯელებენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება ევროკავშირმა გადადგას იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მიმართ მორიგ ჯერზე სოლიდარობა გამოხატოს.

საქართველოში დამოუკიდებელი გამოძიება ეროვნულ დონეზე ვერ ჩატარდება, ამიტომ, მაქვს მოლოდინი, რომ ამ საკითხს ორშაბათს საგარეო მინისტრების შეკრებაზე განიხილავენ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, სადაც საქართველოში მიმდინარე საკითხებზეც იმსჯელებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები