spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ზურაბ ჯაფარიძე – არჩევანი წაგვართვეს და თავს გვახვევენ რუსულ არჩევანს რუსები

არჩევანი წაგვართვეს და თავს გვახვევენ რუსულ არჩევანს რუსები. ეს პროტესტი და წინა პროტესტებიც ამისკენ არის მიმართული, რომ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მოქალაქეებს რუსულ პროპაგანდას ახვევს თავს.

“ამ ქვეყნის მოქალაქეებს წაართვეს არჩევანი, რომელიც მათ 26 ოქტომბერს გააკეთეს და ეს არჩევანი იყო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, რომ ეს ქვეყანა უნდა წავიდეს დასავლეთისკენ, ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი გახდეს და საბოლოო ჯამში, ევროკავშირში, ნატოში გაწევრიანდეს, რათა ჩვენს შვილებს დავუტოვოთ სამშვიდობოს გაყვანილი ქვეყანა, რომელიც იქნება სტაბილური.  ეს არჩევანი წაგვართვეს და თავს გვახვევენ რუსულ არჩევანს რუსები. ეს პროტესტი და წინა პროტესტებიც ამისკენ არის მიმართული, რომ ამასთან შეგუებას არ ვაპირებთ”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

თბილისში აქცია-მსვლელობა “დაიბრუნე ხმა” მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები