თსუსთან ვჩერდებით, დღეს გავათევთ ღამეს, 24 საათი აქ ვიქნებით, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ღამის გასათევად ყველაფერი უზრუნველყოფილია.
“მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, რუსთაველზე მდგომ ხალხს, თსუსთან ვჩერდებით, დღეს გავათევთ ღამეს, 24 საათი აქ ვიქნებით, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს
ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ ახლა აქ მოვაწყობთ ყველაფერს, ეს ქაოტური პროცესი არ არის. ეს დაგეგმილი პროცესია, რომელსაც ელემენტარული შემართება სჭირდება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.