ხვალ, საღამოს 8 საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას – თსუის ტერიტორიაზე ვრჩებით, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
“24 საათის განმავლობაში თბილისის ეს ტერიტორია გადაიკეტება. არალეგიტიმურ ხელისუფლებას ხალხი არ აღიარებს. არალეგიტიმურ ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში. მაშასადამე, პირველ რიგში, ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ნდობის მოდული მოგვანიჭა ქართველმა ხალხმა, მაგრამ სისტემური გაყალბებით ხელისუფლება თვითმარქვიად გამოაცხადა საკუთარი თავი, ვმოქმედებთ დღეიდან მხოლოდ და მხოლოდ ადეკვატურად.
24 საათის განმავლობაში, ხვალ, საღამოს 8 საათამდე თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცენტრალურ ადგილას ვრჩებით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.