spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა გვარამია – ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ქვეყანა დავკარგოთ და ბიძინას წავაღებინოთ რუსეთში

როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

“ჯეფერსონმა თქვა – როცა ტირანია იქცევა კანონად, წინააღმდეგობა და აჯანყება არის ვალდებულება”.  როცა ილია ჭავჭავაძის, შოთა რუსთაველის და დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნიკო ნიკოლაძის, ზვიად გამსახურდიას ქვეყანას გვართმევენ, აჯანყება და ბრძოლა იქცევა ვალდებულებად. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს ქვეყანა დავკარგოთ და ბიძინას წავაღებინოთ რუსეთში! ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში.

პოლიციამ მოწოდების მიხედვით იმოქმედა. ყველა მანქანა ქვემოთ ჩაიყვანა. ასე მოუწევთ ყველა სხვა შემთხვევაში. იმიტომ, რომ მათ ჩვენ ვუხდით ფულს და სანამ ჩვენ ვუხდით ფულს და მათ სანამ ქართველი პოლიცია ჰქვია, მანამდე ივანიშვილის პირადი გვარდია არ უნდა იყვნენ და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. კი არ ვთხოვთ, მოვითხოვთ და ვეუბნებით – ჩვენ ვიბრუნებთ სამშობლოს. კეთილი ინებეთ და ჩვენს გვერდით დადექით და დაიბრუნებთ ჩვენი სამშობლო ჩვენთან ერთად. პოლიცია არის ჩვენი ნაწილი და თუ ამაზე უარს ამბობ ე.ი. არ არის პოლიცია”, – განაცხადა  ნიკა გვარამიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები