spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბურჯანაძე – ყველანაირი მშვიდობიანი პროტესტია დასაშვები, ეს ჩვენი უფლებაა და ყველანაირად შეგვიძლია, გამოვხატოთ

ეს არჩევნები, მისი შედეგები არ შეიძლება ჩაითვალოს ქართველი ხალხის ნებად. მცდელობას, რომ პარლამენტი შეიკრიბოს, შეგვიძლია, ვუწოდოთ მრავალ უკანონობაზე პასუხგაუცემელი ერთობა და პარლამენტის სხდომა, –  ამის შესახებ“ჩემი ხმა ევროკავშირს” წევრმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვის ყველანაირი ფორმა აქვთ.

“ყველანაირი მშვიდობიანი პროტესტია დასაშვები, ეს ჩვენი უფლებაა და ყველანაირად შეგვიძლია, გამოვხატოთ. ჩვენ უპრეცედენტო გაყალბება ვნახეთ, უპრეცედენტო კანონდარღვევა ვნახეთ და შესაბამისად, ჩვენ, მოქალაქეებს სრული უფლება გვაქვს პროტესტის ყველანაირ ფორმას მივმართოთ და მოვითხოვოთ ახალი არჩევნები საქართველოში, რათა ის კონსტიტუცია, რაც ფურცელზე გვიწერია, რეალურად იყოს ცხოვრებაში მოყვანილი.

ეს არჩევნები, მისი შედეგები არ შეიძლება ჩაითვალოს ქართველი ხალხის ნებად. მცდელობას, რომ პარლამენტი შეიკრიბოს, შეგვიძლია, ვუწოდოთ მრავალ უკანონობაზე პასუხგაუცემელი ერთობა და პარლამენტის სხდომა”, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები