თუ ვინმეს სურს დემოკრატიის შემოტრიალება, ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარება და თავისუფლების შეზღუდვა, მან უნდა იცოდეს, ამას რა მოჰყვება, – ამის შესახებ ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა ჩაეფლობა ძალიან ცუდ ვითარებაში, თუკი დემოკრატიის შემოტრიალებას და იზოლაციას ეცდება ხელისუფლება.
“თუ ვინმეს სურს დემოკრატიის შემოტრიალება, ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარება და თავისუფლების შეზღუდვა, მან უნდა იცოდეს, ამას რა მოჰყვება. ამას მოჰყვება საერთაშორისო იზოლაცია, ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდი ნაწილის გაუცხოება საკუთარ მოსახლეობასთან და ასეთი ხელისუფლება მოსახლეობის მხრიდან იქნება სტრესის ქვეშ.
შეწყდება ნებისმიერი სახის საერთაშორისო დახმარება, არანაირი ახალი ხელშეკრულებები არ დაიდება და საინვესტიციო კლიმატი ამაზე იმოქმედებს. ქვეყანა ჩაეშვება ძალიან ცუდ ვითარებაში”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.