ქალაქ თერჯოლაში ტრადიციული სახალხო დღესასწაული “თერჯოლობა 2024” გაიმართა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მრავალფეროვანი შემეცნებითი, კულტურული და გასართობი სადღესასწაულო პროგრამა დილიდან დაიწყო.
მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო ბავშვთა გასართობი სივრცე, ტურიზმის, ნორჩ მხატვართა, ხელნაკეთი ნივთების, რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენები, სხვადასხვა პროფესიების პრეზენტაციები – სახანძრო-სამაშველო, ტექნიკა და აღჭურვილობები;
ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ლაშა გოგიაშვილის სახელობის ტურნირის ფინალი მუნიციპალური პირველობისთვის მინი-ფეხბურთში; კონცერტი საბავშვო ვოკალურ-ფოლკლორული ანსამბლების და ფესტივალის ლაურეატების და ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების მონაწილეობით; საპატიო თერჯოლელების დაჯილდოების ცერემონია; სომელიეების მიერ გამოვლენილი საუკეთესო ღვინის 6 ნომინაციაში გამარჯვებულების და წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება;
სახალხო დღესასწაული “ღამის შოუს ბენდის“ კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.