spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორელი – იმ დაფინანსებას, რომელიც განკუთვნილი იყო მთავრობისთვის, გადავცემთ სამოქალაქო საზოგადოებას

დაფინანსებას, რომელიც უნდა მიგვეწოდებინა საქართველოს მთავრობისთვის და მივაწვდით სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან სამართლიანი არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია იყოს საერთაშორისო გამოძიება, რაც მოხდა ის უნდა იქნეს სრულად შეფასებული.

“საქართველო არის საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ. კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება. მე ვთავაზობ საბჭოს იმ მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის შეწყვეტას, რომელიც მთავრობას მიემართება. 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე გადამისამართდება. ჩვენ ავიღებთ ამ თანხას, 100 მილიონზე მეტს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ბრძოლას სამართლიანი არჩევნებისთვის.

ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან გაგრძელდება. გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია იქამდე, სანამ საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამ გზაზე დასაბრუნებლად ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ამავდროულად, ჩვენ ფულს, რომელიც მთავრობისთვის იყო გამოყოფილი, გამოვიყენებთ იმ ხალხისთვის, ვინც იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის”, – განაცხადა ბორელმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები