spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ვიმყოფები ბრიუსელში, რათა შევხვდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს

რამდენიმე საათში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრები შეიკრიბებიან იმისთვის, რომ იმსჯელონ საქართველოზე, მიტაცებული არჩევნების შემდეგ როგორ აგრძელებს ევროკავშირი ურთიერთობას საქართველოსთან მაშინ, როდესაც გვერდით უდგას ქართველ ხალხს, მაგრამ არ აღიარებას იმ ხელისუფლებას, რომლის არჩევაც მოხდა ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ის პოლიტიკა, რომელზეც ძალიან მტკიცედ დგას ევროკავშირი.

“ვიმყოფები ბრიუსელში, რათა შევხვდე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს, რომლებიც რამდენიმე საათში შეიკრიბებიან იმისთვის, რომ იმსჯელონ საქართველოზე, მიტაცებული არჩევნების შემდეგ როგორ აგრძელებს ევროკავშირი ურთიერთობას საქართველოსთან მაშინ, როდესაც გვერდით უდგას ქართველ ხალხს, მაგრამ არ აღიარებას იმ ხელისუფლებას, რომლის არჩევაც მოხდა ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად. ეს არის ის პოლიტიკა, რომელზეც ძალიან მტკიცედ დგას ევროკავშირი და ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ეს არ აღიარების პოლიტიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ ასევე მივიღოთ ევროკავშირის ეგიდით ფორმირებული საერთაშორისო გამოძიების მისია, რომელიც შეისწავლის გაყალბების მასშტაბებს და მხოლოდ შემდეგ მოხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიც არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და რომელიც ჩაატარებს დამოუკიდებელი კეთილსინდისიერი საარჩევნო და ადმინისტრაცია და ამით დაბრუნდება საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები