spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლაშა ბაქრაძე – იმედია, ე.წ. ხელისუფლება მიხვდება, რომ ხალხი არც იღლება და არც აპირებს, რომ დათმოს თავისი არჩევანი

იმედია, ე.წ. ხელისუფლება მიხვდება, რომ ხალხი არც იღლება და არც აპირებს, რომ დათმოს თავისი არჩევანი, ამიტომ, რაც უფრო ადრე მიხვდებიან ამას, მით უკეთესი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იყო გამაფრთხილებელი პროტესტი, საჩვენებლად იმისა, რომ საქართველოს ბევრად მეტი შეუძლია.

“იმედია, ე.წ. ხელისუფლება მიხვდება, რომ ხალხი არც იღლება და არც აპირებს, რომ დათმოს თავისი არჩევანი, ამიტომ, რაც უფრო ადრე მიხვდებიან ამას, მით უკეთესი. ეს იყო გამაფრთხილებელი პროტესტი, საჩვენებლად იმისა, რომ საქართველოს ბევრად მეტი შეუძლია. ის იმედი ხელისუფლებისა, რომ ხალხი დაიღლება, ხალხს მოსწყინდება, ეს ყველაფერი არ გაჭრის! გუშინ ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, დღესაც დავინახავთ და მომავალ დღეებშიც უფრო გაძლიერდება ეს ყველაფერი. რაც მალე მიხვდება ე.წ ხელისუფლება, რომ უნდა დაგვთანხმდეს სამართლიან მოთხოვნაზე და ჩატარდეს ახალი არჩევნები საქართველოში, რომელიც ქართული საზოგადოების ნამდვილ ნებას აჩვენებს და ეს არ იქნება არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს მათ მიერ დანიშნული ცესკო, არამედ იქნება საერთაშორისო მეთვალყურეობისა და ადმინისტრირების ქვეშ. აი, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და მე ვფიქრობ, რომ დადგება დრო და გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები