spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ხატია დეკანოიძე – ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, ჰქონდეს ლეგიტიმაცია, ჰქონდეს მმართველობის პაკეტი

რუსებისთვისაც კი არაფერს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ, მას ლეგიტიმაცია სჭირდება ისე, როგორც არასდროს, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია,  ჰქონდეს მმართველობის პაკეტი.

“ბიძინა ივანიშვილს სჭირდება ლეგიტიმაცია ისე, როგორც არასდროს, იმიტომ, რომ ლეგიტიმაციის გარეშე ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს, არა მხოლოდ საერთაშორისო არენაზე, არამედ ზოგადად ქვეყნის შიგნით და მე უფრო მეტსაც გეტყვით, რუსებისთვისაც კი არაფერს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ, მას ლეგიტიმაცია სჭირდება ისე, როგორც არასდროს.

ივანიშვილის მთავარი ამოცანაა, ჰქონდეს ლეგიტიმაცია, პარლამენტი შედგეს, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიაროს ეს არჩევნები, 26 ოქტომბრის ეს გაყალბებული არჩევნები და ყველაზე მნიშვნელოვანი –  მას ჰქონდეს მმართველობის პაკეტი”, – განაცხადა  ხატია დეკანოიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები