spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – ვისაც მიაჩნია, რომ ამ ქვეყანას არ ჩაუგდებს ხელში ავაზაკებს, რომლებიც რუსეთისკენ მიაქანებენ ქვეყანას, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს

ვისაც მიაჩნია, რომ უსამართლობას, როგორც მოცემულობას, არ მიიღებს და ამ ქვეყანას არ ჩაუგდებს ხელში ავაზაკებს, რომლებიც რუსეთისკენ მიაქანებენ ქვეყანას, წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, –  ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არც ხელისუფლებას, არც პარლამენტს და არც  ამ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმაცია არ აქვს.

“არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს და ვერ ექნება ისეთ არჩევნებს, რომელსაც, პირველ რიგში, კონსტიტუციის თანახმად, მთავარი წყარო – შენივე მოსახლეობის უმრავლესობა ნდობას არ გიცხადებს, როდესაც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ამბობს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა და როდესაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს არ არჩევნებს, შესაბამისად, არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება ამ პარლამენტს. ეს ყველაფერი ჰგავს თვითნებურ, კონსტიტუციის მიღმა განხორციელებულ ქმედებას.

როდესაც ძალაუფლების უზურპაციას ახდენ, ყველა შემდგომი ნაბიჯი –  ცესკოს შემაჯამებელი ოქმიდან დაწყებული ყველა არის კონსტიტუციის მიღმა. ყველაფერი დანარჩენი, ხალხის პროტესტის გამოხატვა ეს არის ლეგიტიმური და კონსტიტუციური.

ვეგუებით თუ არა მოქალაქეები? – ვისაც მიაჩნია, რომ უსამართლობას, როგორც მოცემულობას არ მიიღებს და ამ ქვეყანას არ ჩაუგდებს ხელში ავაზაკებს, რომლებიც რუსეთისკენ მიაქანებენ ქვეყანას – წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები