spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

აფხაზეთის მთავრობის წევრები დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან შეხვედრებს აგრძელებენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა აფხაზეთიდან დევნილებს სოციალური, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებებით აფხაზეთის მთავრობის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად იმსჯელეს აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრები დევნილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა სახის პროექტები განხორციელდება.

„აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების აღწერისა და მათი მოგვარების გზაზე, რომელსაც ჩვენ ინტენსიურად ვახორციელებთ, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი არის ურთიერთგაგება დევნილებსა და ხელისუფლებას შორის. მჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები, ასევე არის ერთ-ერთი წინაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაერთიანებისა, რასთანაც დღეს, ისე როგორც არასდროს ვართ ახლოს.

კმაყოფილებით მინდა, აღვნიშნო, რომ მსგავსი პირდაპირი კომუნიკაციის წყალობით და ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ჩვენ შევძელით დევნილთა განსახლების ობიექტებზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არაერთი აფხაზეთელი უზრუნველყოფილ იქნა ერთჯერადი ფულადი დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით, სხვადასხვა სამოქალაქო სერვისით“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები