“სახალხო პარლამენტის“ იდეა არის პირობითი დასახელება, ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს და ძალიან კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი გააკეთებს ბრიფინგს და თვითონვე გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც არის ძალიან სერიოზული.
“სახალხო პარლამენტის იდეა არის პირობითი დასახელება, ჩვენ ეს იდეა გავაცანით პრეზიდენტს და ძალიან კმაყოფილი გამოვედი შეხვედრიდან, ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა. მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტი გააკეთებს ბრიფინგს და თვითონვე გააცნობს საზოგადოებას იმ გეგმებს, რომელიც არის ძალიან სერიოზული. ეს შეხვედრები გაგრძელდება სხვა კოალიციებთანაც და მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაიგოს არის გეგმა, ეს გეგმა არსებობს და ეს გეგმა არის ის, რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ მშვიდობიანად ახალი არჩევნები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.