მე ძალიან მომწონს აქციიდან პოლიტიკოსების ძალიან ნათელი განცხადებები, რომ ეს არის ძნელი, წინააღმდეგობებით სავსე, გამძლეობაზე ორიენტირებული ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შენ შეიძლება ბრძოლა მოიგო სწრაფად, მაგრამ უნდა გათვალო შენი ენერგეტიკა ამ ხანგრძლივ ბრძოლაზე.
“მე ძალიან მომწონს აქციიდან პოლიტიკოსების ძალიან ნათელი განცხადებები, რომ ეს არის ძნელი, წინააღმდეგობებით სავსე, გამძლეობაზე ორიენტირებული ბრძოლა. შენ შეიძლება ბრძოლა მოიგო სწრაფად, მაგრამ შენ უნდა გათვალო შენი ენერგეტიკა ამ ხანგრძლივ ბრძოლაზე. მე ძალიან მომწონს, რომ პირველად, რაც მე მომისმენია ამ მიტინგების ისტორიაში, ძალიან კვალიფიციურად, რომელიც დღეს მიჰყავს ნიკას, ვაშაძეს, ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ დაისვენონ და მერე მივიდნენ და ასეთი დამოკიდებულება და დაზოგვა შენი მებრძოლების არის ძალიან სწორი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის, თუ ეს გამოგვივა მალე ეს იქნება უკეთესი, მაგრამ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ბრძოლისთვის. მე ვერ წარმომიდგენია, არსებული წინაპირობებიდან გამომდინარე და ეს წინაპირობები არის შემდეგი, ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაცია, პოლიტიკური პარტიების კოორდინაციის პროცესი, ჩვენი პარტნიორების კონსოლიდაცია, რანაირად არის შესაძლებელი, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით არ დაასრულო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.