spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ფრედერიკ პეტი – ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები იყო გაყალბებული

ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები იყო გაყალბებული, რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას, მაგრამ არა იმ პროპორციით, რაც იყო გაცხადებული, – ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ფრედერიკ პეტმა განაცხადა.

მისივე თქმით, კამპანია – “ევროპაში ვერ ჩახვალ თუ შენს უკან არ დგას სამოქალაქო საზოგადოება”, ეწინააღმდეგება ევროპულ ხედვებს.

“ჩემთვის ნათელია, რომ საქართველოში არჩევნები იყო გაყალბებული ორი საკითხის გათვალისწინებით, რადგან მე წარმოვადგენ ფრანგულ დიასპორას და ძალიან უცნაური იყო, რომ მოლდოვის შემდეგ, რამდენიმე კვირა გავიდა და ისე მოხდა, რომ დიასპორას ხმა არ მისცეს და ხმის მიცემის საიდუმლოება დაირღვა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო. ეს ყველაფერი ვუთხარი ჩემს კოლეგებს საფრანგეთში და რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც “ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას, მაგრამ არა იმ პროპორციით, რაც იყო გაცხადებული. ასევე ავუხსენი, რომ კამპანია არ იყო სამართლიანი, რადგან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მიდის თავისუფალი და სამართლიანი კამპანია. ევროპაში ვერ ჩახვალ თუ შენს უკან არ დგას სამოქალაქო საზოგადოება, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ხედვებს. ჩვენი საგზაო რუკა იქნება ის, რომ დავეხმაროთ საქართველოს დაუბრუნდეს ევროპის გზას“, – განაცხადა ფრედერიკ პეტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები