spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ეკა გიგაური – ნელ-ნელა ადამიანები ხვდებიან, რომ პროტესტს ალტერნატივა არ აქვს

მე მგონია, რომ ნელ-ნელა ადამიანები ხვდებიან, რომ პროტესტს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით, – ამის შესახებ “საერთაშორისო – გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, არავინ მიულოცა საერთაშორისო პარტნიორებიდან „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში გამარჯვება და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს კომუნიკაცია გაგრძელდეს დასავლელ პარტნიორებთან.

“მე მგონია, რომ ნელ-ნელა ადამიანები ხვდებიან, რომ პროტესტს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით. პირველი არის, არჩევნების დაკვირვების შედეგად ინფორმაციის შეგროვება, საზოგადოებისთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაცნობა, სასამართლოებში წასვლა, ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება. ჩვენ ვხედავთ, რომ არავინ მიულოცა საერთაშორისო პარტნიორებიდან “ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში გამარჯვება და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს კომუნიკაცია გაგრძელდეს ჩვენს და დასავლელ პარტნიორებს შორის. ასევე ერთ-ერთი მიმართულება არის პროტესტი და აქცია, აქ თითოეული მოქალაქის როლი არის უმნიშვნელოვანესი, არ აქვს მნიშვნელობა ძალიან ბევრი ხალხი იქნება თუ ცოტა, მთავარია პროტესტი. როდესაც არის საუბარი, რომ გეგმა დადეთ და გეგმა სად არის, აი ეს არის გეგმა. ჩვენ ვიმარჯვებთ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები