ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილარმონიასთან პოლიციის მობილიზებაა, შეიძლება, ჩვეულებრივი როტაციაა, შეიძლება რაღაცას ფიქრობენ, არაფერია გამორიცხული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, რაც არ უნდა მოიმოქმედონ, საპროტესტო გეგმა ეფუძნება კონსტიტუციას და ეფუძნება კანონს.
“გუშინდელთან შედარებით, გაცილებით მრავალფეროვანია წარმომადგენლობა, რადგან უამრავი ახალგაზრდაა თბილისის სხვადასხვა რაიონებიდან, ასევე სხვადასხვა კუთხიდან და ყველა არის ერთი მიზნით, არავინ აპირებს უკან დახევას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილარმონიასთან პოლიციის მობილიზებაა, შეიძლება, ჩვეულებრივი როტაციაა, შეიძლება რაღაცას ფიქრობენ, არაფერია გამორიცხული. რაც არ უნდა მოიმოქმედონ, ჩვენი გეგმა ეფუძნება კონსტიტუციას, ეფუძნება კანონს. გეგმა არის ძალიან დალაგებული. დასაგეგმი არის ეს ერთი თვე, ახალი წლის მერე აღარაფერი უნდა დავგეგმოთ. 25 რიცხვიდან ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ეს სიყალბე, რასაც პირველი სხდომა და პარლამენტი ჰქვია, არ დაიშვას და გაუქმდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.