spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ბურჯანაძე – ახლა თუ ამის გაპროტესტება ვერ შევძელით და პრობლემა არ აღმოვფხვერით, ამ ქვეყანაში შემდეგ არჩევნებს აზრი არ ექნება

საზოგადოება სარგებლობს იმ კონსტიტუციური უფლებით, რასაც მშვიდობიანი პროტესტი ჰქვია. ახლა თუ ამის გაპროტესტება ვერ შევძელით და პრობლემა არ აღმოვფხვერით, ამ ქვეყანაში შემდეგ არჩევნებს აზრი არ ექნება, – ამის შესახებ“ჩემი ხმა ევროკავშირს” წევრმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა ჩატარებული არჩევნები, როგორც არალეგიტიმური, არჩევნები, რომელიც არ იყო შესაბამისი კონსტიტუციასთან.

“ჩვენ წაგვართვეს დემოკრატია და არჩევნები. ხალხს თუ მოგვწონს და არ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი პრობლემაა, ბუნებრივია, რომ არც საერთაშორისო მხარდაჭერა გვექნება და არც სხვა რამ. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ იმ უპრეცედენტო გაყალბებაზე და კარუსელზე, რაც ჩვენ ვნახეთ 26 ოქტომბერს, ყველას ჰქონდეს ამაზე აქტიური პოზიცია და პროტესტის გრძნობა. ამიტომ ვარ აქ, ამიტომ ვართ ყველა აქ. საზოგადოება სარგებლობს იმ კონსტიტუციური უფლებით, რასაც მშვიდობიანი პროტესტი ჰქვია. ახლა თუ ამის გაპროტესტება ვერ შევძელით და პრობლემა არ აღმოვფხვერით, ამ ქვეყანაში შემდეგ არჩევნებს აზრი არ ექნება. საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა ჩატარებული არჩევნები, როგორც არალეგიტიმური, არჩევნები, რომელიც არ იყო შესაბამისი კონსტიტუციასთან და აქამდე არასდროს ყოფილა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ასეთი შეფასება გაეკეთებინა“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები