spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ნიკა მელია – ეს არის მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა, სადაც ემოციებთან ერთად, ბევრი რამის გათვლაა მნიშვნელოვანი

ბევრი ადამიანი, ნელ-ნელა უკეთესად იაზრებს, რომ მათ გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს და ვერც გააკეთებს, მათ ბრაზი გადააქციეს მოტივაციად, ბრძოლის მოტივაციად, რაც უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ენთუზიაზმი, ეს ენერგია დაძლევს ნიჰილიზმს.

“დღეს გაცილებით მეტი ხალხია, ვიდრე გუშინ. აქ მყოფი ადამიანები ერთმანეთით ამაყობენ და ამაყობენ საკუთარი არჩევანით, საკუთარი ქვეყნით. ბევრი ადამიანი, ნელ-ნელა უკეთესად იაზრებს, რომ მათ გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს და ვერც გააკეთებს, მათ ბრაზი გადააქციეს მოტივაციად, ბრძოლის მოტივაციად, რაც უმნიშვნელოვანესია. ეს ენთუზიაზმი, ეს ენერგია დაძლევს ნიჰილიზმს. ის, რაც აქ ხდება იქნება გადამდები, მიზანი ერთია, რეჟიმის რყევა და ჩამოგდება, არაძალადობრივი, მტკიცე წინააღმდეგობით და გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპროტესტო მოძრაობა სხვა ეტაპზე გადაგვეყვანა, თუმცა, ამოცანა არავისთვის დასამალი არ არის, რომ თბილისი უნდა იყოს მთლიანად მოცული საპროტესტო მოძრაობით. ეს არის მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა, სადაც ემოციებთან ერთად, ბევრი რამის გათვლაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები