ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
“პარტიის თანათავმჯდომარეს ათობით პოლიციელი აკავებდა და ხელიდან გამოვგლიჯეთ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მყავს დაკავებული და დაზიანებული. პარტიის აქტივისტები – ნაცემი და დაკავებული. “მთავარი არხის” მეგობარი ოპერატორი – ნაცემი და დაკავებული.
მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები ქოცებს: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა”, – წერს გვარამია.
პოლიციამ თსუთან აქცია დაშალა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილზე გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის “მთავარი არხის” ოპერატორი.