spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – პროტესტი არ გაჩერდება, ახლა ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი

ახლა ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი. ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას. შემთხვევითი არ იყო ჩვენ მიერ უნივერსიტეტთან ამ ადგილის შერჩევა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მელიქიშვილი დაკეტილია. მიზანი შესრულებულია – ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა პარალიზებულია.

“მათ ჩემი დაკავებაც სცადეს, ნიკას დაკავებაც სცადეს, უნდათ, რომ ეს პროტესტი ლიდერების დაკავებით გაანეიტრალონ, მაგრამ ეს პროტესტი არ გაჩერდება. ახლა ჩვენ რა ტაქტიკითაც ვმოქმედებთ, ეს მათთვის არის ახალი. ისინი მარტო პარლამენტის გარშემო არიან მიჩვეულები ადამიანების დარბევას. შემთხვევითი არ იყო ჩვენ მიერ უნივერსიტეტთან ამ ადგილის შერჩევა. ყველა მიმართულებით გვქონდა პროტესტის გაგრძელების საშუალება.

მელიქიშვილი დაკეტილია. ჩვენი მიზანი, რაც გვაქვს, ამ წუთსაც შესრულებულია – ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა პარალიზებულია.

მოვუწოდებ საზოგადოებას, იმავე  ტიპის პროტესტი შეგვიძლია გავაკეთოთ სხვა ქალაქებშიც და მერწმუნეთ, ვერაფერს იზამენ. არ ვაჭერინებთ თავს, არ შევდივართ პოლიციასთან შემხებლობაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლიციამ თსუთან აქცია დაშალა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილზე გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები