spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეკა ბესელია – აუცილებელია გამოყენებული იქნეს ყველა სამართლებრივი გზა საზოგადოების უფლებების დასაცავად

ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს, რადგან აუცილებელია გამოყენებული იქნეს ყველა სამართლებრივი გზა საზოგადოების უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობა დიდი დარტყმის ქვეშ თავად სასამართლომ დააყენა.

“სასამართლოს დამოუკიდებლობა დიდი დარტყმის ქვეშ თავად სასამართლომ დააყენა თავისი უკანასკნელი ნაბიჯებით. ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს, რადგან აუცილებელია გამოყენებული იქნეს ყველა სამართლებრივი გზა საზოგადოების უფლებების დასაცავად.

ათასობით ჩვენი მოქალაქე ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, რაც არღვევს კონსტიტუციურ უფლებას არჩევნების საყოველთაობის თაობაზე. ამასთან, დარღვეული იყო უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის ხმის ფარულობის დაცვა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობას და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. აღნიშნულის შესახებ მან 18 ნოემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები