spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვაჟა სირაძე – გაუწიეს წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას

მაქსიმალურად ვცდილობთ პოლიციის თითოეული თანამშრომელი, რომ განვუმარტოთ მათ სამართალდარღვევის არსი, მოვუწოდებთ, რომ გაათავისუფლონ საავტომობილო გზა, ვინაიდან უნდა აღდგეს მოძრაობა, – ამის შესახებ შსს-ს  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე რამდენიმე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

“აქციაზე რამდენიმე პირი იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული, ზუსტ რაოდენობაზე მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას, რომლებმაც გაუწიეს წინააღმდეგობა პოლიციის თანამშრომლებს და აყენებდნენ შეურაცხყოფას.
მაქსიმალურად ვცდილობთ პოლიციის თითოეული თანამშრომელი, რომ განვუმარტოთ მათ სამართალდარღვევის არსი, მოვუწოდებთ, რომ გაათავისუფლონ საავტომობილო გზა, ვინაიდან უნდა აღდგეს მოძრაობა. შესაბამისად, პოლიცია მაქსიმალურს გააკეთებს, რომ ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე, მოლაპარაკების გზით გადავიდნენ გზიდან. თუ მოხდა ისე, რომ არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და არ გაითვალისწინეს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. პირველი ეტაპი, რაც განვახორციელეთ, მოხდა შესაბამისი ბარიკადების და იმ კონსტრუქციების ალაგება სავალი გზის ნაწილიდან, რომელიც განთავსებული ჰქონდათ”, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები