სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის „მსხვილმანი თაღლითი“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავასთვის “წვრილმანი თაღლითის“ წოდებასთან დაკავშირებით განაცხადა შეაფასა.
“წვრილმანს უწოდებს სხვას, 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ მსხვილმანი თაღლითია, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს. სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის მსხვილმანი თაღლითი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.